Tuesday, June 28, 2016

შეფასების რუბრიკა

გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
სასწავლო პროექტი 1. პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფლის ფოლკლორი 2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ მშობლიური სოფლის ფოლკლორული ნიმუშები. 3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან მშობლიური სოფლის ფოლკლორის ნიმუშებს. გაეცნობიან სოფლის ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ყოფა-ცხოვრებას, რითაც გაიღრმავებენ სიყვარულს ჩვენი სოფლის, კუთხის, კულტურის შესახებ, ჩაიწერენ და შეკრებენ წინაპართა გამოცდილების რჩევებსა და დარიგებებს. 4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის. 5. მოსწავლეთა ასაკი: 10/ 11 წელი; 6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა; 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: შეიქმნება ჩვენი სოფლის ფოლკლორული ნიმუშების ჩანაწერები, ფოტომასალა, მოძიებული მასალა დახარისხდება და გამოქვეყნდება ბლოგზე. 8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი. 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა. 2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. 3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა. 4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით). 5. მოძიებული მასალის დახარისხება. 6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა. თითოეული ჯგუფი წარადგენს თავიანთ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით, აგრეთვე ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალებს 7. შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორ იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა და წვლილი. 10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქ. V.2 მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ: მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს. ქ.V.5. მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 1. ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად. 2. სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ: მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, სოფლის მცხოვრებლებთან. ისმენს და ჩაიწერს სხვის მონათხრობს და თავის წვლილს შეიტანს დიდ ეროვნულ საქმეში. მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენს წინაპრებს შემოუნახავთ. 11. პროექტის ხელმძღვანელი: ანაოტ მუკანიან 12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: anaitmukanian@gmai.com 13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი

პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ზღაპრული ჰოლივუდი
სწავლების საფეხური
XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე
დრო/ხანგრძლივობა
45 წუთი
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები აყალიბებენ მოსაზრებებს ჰოლივუდის  შესახებ
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მასწავლებლის მითითებიტთ  მოსწავლეები აკვირდებიან ილუსტრაციებს და
მსჯელობენ მათ შესახებ .
კავშირი საგნებთან
კავშირი სომხურ გრამატიკასთან
წინარე ცოდნა
ბავშვებმა იციან კითხვა მაგრამ ,აუცილებელია  გაგება
 ე.ს.გ.მისაღწევი შედეგები
ქ.მ.VI.11.   მოსწავლეს
შეუძლია
აარამხატვრული და
მხატვრული ტექსტის
სტრუქტურული და
ენობრივი
მახასიათებლების
ამოცნობა.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სურათები, ვიდიო ჩანაწერები,ჰლაკატები ,
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი
მისალმება.1წუთი.
ახსნა 15  წუთი,შეკითხვები 5წუთი,  შეფასება 4 წუთი , წაკითხვა 10წუთი,წერა 5 წუთი.
პროექტის ხელმძღვანელი     (მასწავლებელი)
ანაიტ მუქანიან